საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს პროკურატურაში დაუდასტურეს.

როდის ჩატარდება სასამართლო პროცესი ჯერჯერობით უცნობია. პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ მათ შუამდგომლობა გონივრულ ვადაში წარადგინეს და ახლა სასამართლოზეო დამოკიდებული, როდის ჩიინიშნება პროცესი.

"ჩვენი დეკლარირებული პოზიცია იყო, რომ როგორც ზოგადად, ისე ამ შემთხვევაში პატიმრობა არ წარმოადგენა ჩვენს თვითმიზანს. აქ საუბარი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, სისხლის სამართლებრივ სივრცეში სათანადო ქცევაზე, ბუნებრივია, პრინციპზე, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი", — თქვა სადრაძემ.

8 მაისს ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იგი ხელისუფლება გადასცა.

პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით, რათა მელიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. თავდაპირველად პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ თანხის ასახვას ელოდებოდნენ, რის შემდეგაც შესაბამის პროცედურებს დაიწყებდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტეს, რომ პროცედურების დასაწყებად თანხის ასახვა არაა საჭირო. მეტიც, საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, პროკურატურას აქამდეც შეეძლო ამ პოროცედურის დაწყება.

გაიგეთ მეტი: