ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შესვლის გზა ასწავლა, ხოლო გამოსვლის არა.

"ნიკა მელიას სააკაშვილმა ასწავლა ციხეში შესვლის გზა და არ ასწავლა გამოსვლის გზა. ოპოზიცია, ზოგადად, ახლა იძულებული იქნება ეძებოს ახალი ლიდერი იმიტომ, რომ ლიდერი, რომელსაც ჰქონდა შანსი, რომ ყოფილიყო მინიმუმ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი,მოახერხა ის, რომ გაუნულა რეიტინგი და ეს იყო მისი მიზანი, რადგან ზურაბ ადეიშვილის ნათქვამს გავიხსენებ მიშა სააკაშვილზე, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ქორწილში სიძე უნდა იყოს და გასვენებაში მიცვალებული, სხვანაირად არ შეუძლიაო", — განაცხადა სუბარმა", — განაცხადა სუბარმა.

დღეს, 8 მაისს ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. გადარიცხვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამავლობით განხორციელდა.

ახლა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით, რათა მელიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ თანხა ჯერ არ ასახულა და როცა აისახება, დაიწყებენ შესაბამის პროცედურებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ პროცედურების დასაწყებად თანხის ასახვა არაა საჭირო. მეტიც, საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, პროკურატურას აქამდეც შეეძლო ამ პოროცედურის დაწყება.

გაიგეთ მეტი: