ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს მელიას საქმე და მასთან დაკავშირებული მოვლენები
8 მაისს ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადაიხადა. სავარაუდოა, რომ მელია მალე ციხეს დატოვებს, რადგან ის თანახმა იყო, გირაო ევროკავშირს გადაეხადა. მიუხედავად იმისა, რომ პირობად ამნისტიის კანონის გაწვევაც დაასახელა, რაც არ მომხდარა, გირაოზე უარი არ უთქვამს.
პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს, რის შემდეგაც ეს საკითხი უკვე სხდომაზე განიხილება და მაღალი ალბათობით, ნიკა მელია ციხეს დატოვებს.
მაგრამ სანამ ეს მოხდება, მოდი, ჩვენთან ერთად გაიხსენე, რას ედავებიან ნიკა მელიას და რა პროცესები მოჰყვა ამას.
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს მელიას საქმე და მასთან დაკავშირებული მოვლენები
ტესტის დაწყება1 / 13 დავიწყოთ მარტივით — რას ედავებიან ნიკა მელიას?
- გიორგი კვირიკაშვილის გაბრაზებას
- აქციაზე სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნას
- ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას
- ირმა ინაშვილის გაბრაზებას
2 / 13 გირაოს გადახდასთან ერთად, რის ტარება დაავალა სასამართლომ მელიას?
იგულისხმება 2019 წელი, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება 20 ივნისის საქმეზე.
- ქურთუკის, რომლის გამოც Facebook მომხმარებელთა ნაწილი გააკრიტიკებდა
- 41-ნომრიანი მაისურის
- ელექტრონული სამაჯურის
3 / 13 გადაიხადა თუ არა ნიკა მელიამ პირველი გირაო?
4 / 13 რის შემდეგ მოითხოვა პროკურატურამ ხელახალი გირაო?
- მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიცია არ შეუშვეს
- როცა მელიამ ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა
- მას შემდეგ, რაც მელიამ იაგო ხვიჩიას პირდაპირ ეთერში იარაღი გადასცა
5 / 13 რამდენჯერ მოუხსნა პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი?
6 / 13 იმუნიტეტის პირველად შეჩერების შემდეგ, რომელ დეპუტატს დაეწია პარლამენტის კარებთან მელია სიტყვებით: "მე არ გამექცე, ბიჭო!", "უნამუსო ქლესა!"?
7 / 13 რა თქვა მელიამ, როცა ხელახალი გირაო დააკისრეს?
- არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო
- თმის ერთი ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდანო
- ქართულ ოცნებას მიმართა, იმედის ეთერში ტელემარათონი გამართეთ გირაოს თანხის ასაგროვებლადო
- ყველა პასუხი სწორია
8 / 13 პატიმრობის შეფარდების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში მელია ენმ-ის ოფისიდან არ გადიოდა. შემდეგ კი თქვა, რომ აპირებდა წასვლას...
9 / 13 რატომ გადაიფიქრა შსს-მ მელიას დაკავება მას შემდეგ, რაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა?
- არასამართლიანად მიიჩნია
- მელია ენმ-ს ოფისში იყო და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცრაზმის შესვლა არასწორად მიიჩნიეს
- გიორგი გახარია გადადგა
10 / 13 ნიკა მელიას თქმით, რას ჭამს ციხეში და რამდენი კილო დაიკლო?
11 / 13 რა წერია შარლ მიშელის დოკუმენტში ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე?
- ნიკა მელია პოლიტპატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ციხეო
- მიიღეთ ამნისტია ან რამე სხვა ნაბიჯი, რომელსაც იგივე შედეგი ექნებაო
- დოკუმენტში მელიაზე არაფერი წერია
12 / 13 ვინ გადასცა ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს თანხა ხელისუფლებას?
13 / 13 რა ქნა პროკურატურამ მას შემდეგ, რაც მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა ჩარიცხა?
- დაუყოვნებლივ მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე
- ჩვენთან თანხა არ ასახულაო და ქვითარი მოითხოვა
- არაფერი, შაბათი დღეა და ისვენებენ
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. მას ამ საქმისთვის შეფარდებული ჰქონდა გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება, რომელიც ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ ხელახალი გირაო მოითხოვა, თუმცა მელიამ გადახდაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ამავე საქმეზე გირაო ერთხელ უკვე გადახდილი აქვს. ენმ-ის ლიდერი აცხადებდა, რომ არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ, თუმცა უწყებამ სასამართლოში მისი პატიმრობა მოითხოვა, რისთვისაც ნებართვა პარლამენტისგან სჭირდებოდა, რადგან, ბოიკოტის მიუხედავად, მელია დეპუტატია. ქართული ოცნების პარლამენტი პროკურატურას დაეთანხმა და ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა. 2020 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მელია ენმ-ის ოფისში მივიდა სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის გამო ენმ-ის ლიდერის დაკავება გადაიდო. თანამდებობის დატოვება გახარიამ სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. ახალი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე საათში კი, 23 თებერვალს, მელია დააკავეს, თან ისე, რომ სპეცრაზმი ენმ-ის ოფისში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან და ოთახში გამოიყენეს გაზიც.
ნიკა მელია ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება. მისი გათავისუფლება ევროკავშირის მედიატორობით გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები