დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას "გავრილოვის ხარკი" გადაუხადა ევროკავშირმა. ასე შეაფასა მან ევროკავშირის მიერ მელიას გირაოსთვის საჭირო თანხის გადმორიცხვა.

"ის, რო, ევროკავშირის დემოკრატიის ფონდმა გამოაცხადა, რომ მზად არის დაფაროს ეს გირაო, ეს არის თავისთავად აღიარება იმის, რომ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია ეს გირაო [...]

შეიძლება ითქვას, რომ დღეს გავრილოვის ხარკის დასაფარი თანხა გადმოურიცხა ოპოზიციურ ლიდერს საქართველოში ევროკავშირის დამოუკიდებელმა ფონდმა, რომელსაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებების მიღება მოუწია იმისთვის, რომ ეს გაეკეთებინა", — განაცხადა სამადაშვილმა TV პირველის ეთერში.

სამადაშვილმა თქვა, რომ მას ბოლო ორი დღის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ევროპული დემოკრატიის ფონდთან, რომელმაც გამოყო თანხა მელიას გირაოსთვის. მისი ინფორმაციით, ფონდისთვის ეს იყო პრეცედენტული გადაწყვეტილება.

გაიგეთ მეტი: