საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას ნიკა მელიას გირაოს თანხის დარიცხვის ქვითარი გაუგზავნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

როგორც On.ge-ს საია-ში უთხრეს, ქვითრის გაგზავნა იმისთვის გახდა საჭირო, რომ შესაბამისი პროცედურები დაწყოს.

"რადგანაც პროკურატურამ თქვა, რომ მჭირდება რაიმე დოკუმენტიო, 6 საათამდე გავაგზავნეთ ქვითარი, რათა დაიწყოს პროცედურები", — ამბობენ საია-ში.

საპასუხოდ უწყებაში ამბობენ, რომ მეილი მათთან არ მისულა, კითხვაზე კი იქნება თუ არა ქვითარი საკმარისი პროცედურის დასაწყება, პროკურატურაში ამბობენ, რომ ოფიციალური დოკუმენტი თანხის შესაბამის ანგარიშზე გადარიცხვის საკმარისი იქნება.

"გახდება საკმარისი ოფიციალური დოკუმენტი თანხის შესაბამის ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე, ოღონდ უკვე 6 საათია, არ ვიცი რამდენად მოვასწრებთ, ან ასახვა თანხის გახდება იმის საფუძელი, რომ ჩვენ მივმართოთ სასამართლოს აღკვეთის ღონსიძიების შეცვლის თაობაზე", — ამბობენ პროკურატურაში.

გირაოს თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იგი ხელისუფლება გადასცა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების შემდეგ გირაოს გადახდის თაობაზე პროკურატურაში თქვეს, რომ თანხა ასახული ჯერ არ იყო და როდესაც აისახებოდა შემდეგ დაიწყებდნენ პროცედურებს.