გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგიერთ რაიონში კი ძლიერი სეტყვა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი და დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", — ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.