წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა Sinopharm-ს გადასცემს. ეს ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძესა და ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვაქცინის გადმოცემის თარიღი უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.

"იგეგმება კონკრეტულად Sinopharm-ის ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით, რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Sinopharm-ის ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია გუშინ, 7 მაისს მიიღო. მისი გამოყენება საქართველომ 4 მაისს დაიწყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც ქვეყანაში Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე იყო.

გაიგეთ მეტი: