ელისაშვილის თქმით, მერის არჩევნებზე მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ
პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მერის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"ამ პროცესებში ნაციონალურმა მოძრაობამ გვაჩვენა ის, რაც ოდნავ მიგვავიწყდა, სინამდვილეში ეს არის მავნებლური პოლიტიკური ძალა. ახლა რა, ევროკავშირის გირაოს არ თანხმდებიან? არ ვეუბნებოდით ამას? სამი თვე რატომ აწვალეს ეს ქვეყანა? ის არ ხდება, რასაც ვამბობდით? არ ვამბობდი, რომ ყველა შემოვა, ყველას შემოსვლა უნდა და ეს გაჯიუტება უაზრობაა-თქო. რაში დავკარგეთ ნახევარი წელი?", — თქვა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა "რა მავნებლებიც არიან" და ენმ-ს არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს "არცერთ თანამდებობაზე არასდროს", მათ შორის, არც თბილისის მერად.
"ვინც შემოვიდა იმ დღეს, დანარჩენი ოპოზიცია, რომ დახვდნენ და მონა-მონა ეძახეს, ახლა რომ ნაციონალური მოძრაობა შემოვა, ხომ არიან ღირსები, ყველანი დავხვდეთ და იგივე ვეძახოთ?",— აცხადებს ის.
ელისაშვილის განცხადებითვე, პარტიაში მიდის მსეჯლობა, რომ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს, თუმცა როგორც ის ამბობს, ჯერ კარგად უნდა "აწონ-დაწონონ".
"არ ვიცი, ვერ ჩამოვყალიბდით, შეიძლება ვიყო მერობის კანდიდატი, შეიძლება არ ვიყო. ამაზე სერიოზულად ვფიქრობთ და მსეჯლობა მიდის. უნდა ავწონ-დავწონოთ კარგად. ყველამ ხომ ნახა, რომ ჩვენ არ ვცანცარებთ და სერიოზულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. დიდი ალბათობით, თუ ვიქნები, მე ვიქნები, მერობის კანდიდატი ჩვენი პარტიისგან, ამას არ გამოვრიცხავთ", — აღნიშნა ელისაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატად განიხილება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატურა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას მესამე, "მძლავრი მიზიდულობის ცენტრი", რომლითაც ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაიწყება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები