7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Sinopharm ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვა გასცა. ამიერიდან, Sinopharm Covax ინიციატივის წევრი გახდება, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებას ისახავს მიზნად.

ახლა სინოფარმი, რომლითაც საქართველოს 18+ მოქალაქეები უკვე იცრებიან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინაა.

წაიკითხეთ სრულად: სინოფარმის ვაქცინამ დღეს ჯანდაცვის ორგანიზაციის ნებართვა მიიღო

მკვლევრებმა ეგვიპტეში მსოფლიოში პირველი ორსული მუმია აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნით თარიღდება. მუმიის სარკოფაგზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, იქ არა ორსული ქალის, არამედ ქურუმის მუმია უნდა დახვედროდათ.

მუმიის და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და რენტგენმა აჩვენა, რომ აღმოჩენილი ნარჩენები მიეკუთვნებოდა ქალს, სარკოფაგი კი, აშკარად კაცისთვის იყო დამზადებული.

წაიკითხეთ ვრცლად: ისტორიაში პირველად, ეგვიპტური ორსული მუმია აღმოაჩინეს

კენიაში აღმოჩენილი ნამარხი, რომელიც დაახლოებით 78 000 წლით თარიღდება, ახლა ადამიანის უძველეს საფლავად ითვლება. აღმოჩენილი ჩონჩხი მოხრილ მდგომარეობაში იყო. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ჩონჩხი 3 წლის ბავშვს ეკუთვნოდა.

კვლევამ აჩვენა, რომ ორმო განზრახ იქნა გათხრილი და შემდეგ მას მიწა დააყარეს. რაც შეეხება ჩონჩხის თავს, ის სავარაუდოდ, რაღაცაში იყო გახვეული. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ დაკრძალვა კონკრეტული რიტუალის ფარგლებში მოხდა.

წაიკითხეთ ვრცლად: აღმოაჩინეს ადამიანის უძველესი საფლავი, რომელიც 78 000 წლით თარიღდება

კვლევის ფარგლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მეექვსე და მეთექვსმეტე საუკუნეებით დათარიღებული 143 ჩონჩხი შეისწავლეს.

კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შუა საუკუნეების ბრიტანეთში მოზრდილთა 9-დან 14 პროცენტს სიკვდილის დროს სიმსივნე ჰქონდა. ეს წინა კვლევებს 10-ჯერ აღემატება, რის შედეგადაც კიბოს მაჩვენებლები ერთ პროცენტზე ნაკლები იყო.

წაიკითხეთ ვრცლად: კიბო შუა საუკუნეებშიც ფართოდ იყო გავრცელებული — კვლევა

გენური ინჟინერიის ახალმა ინსტრუმენტმა ჰარვარდის Wyss Institute-ის მკვლევრებს ისეთი გენური რედაქტირების საშუალება მისცა, რომლის განხორციელებაც CRISPR-ით შეუძლებელი იქნებოდა. ახალი მეთოდი იყენებს რეტრონებს, რომლებიც ბაქტერიული დნმ-ის სეგმენტებია. RLR-ის ბაქტერიულ უჯრედში ერთდროულად უამრავი მუტაციის წარმოება შეუძლია, რაც მას KRISPR-ზე უფრო სწრაფს ხდის.

საბოლოო ჯამში, ახალი მეთოდი CRISPR-ის ლიმიტებს სცდება. გარდა იმისა, რომ CRISPR-Cas9-ის მასალების მიწოდება მარტივი არ არის, გენების "მაკრატლისებურმა" ამოჭრამ ზოგჯერ შეიძლება უჯრედების დაზიანება გამოიწვიოს.

წაიკითხეთ ვრცლად: შექმნეს გენური ინჟინერიის ახალი ინსტრუმენტი, რომელმაც, შესაძლოა, CRISPR ჩაანაცვლოს

2020 წლის ივლისში, NASA-ს Parker ზონდი პლანეტა ვენერასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა. ახლა კი, მონაცემების გაანალიზების შემდეგ ირკვევა, რომ ზონდი პლანეტას ისე მიუახლოვდა — ზედაპირისგან მხოლოდ 832 კილომეტრით იყო დაშორებული — ბუნებრივი რადიო გამოსხივება დააფიქსირა. კვლევა სადაც ეს მოვლენაა აღწერილი, სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ მისი წყარო არა არამიწიერი ცივილიზაციის მიერ შექმნილი ტექნოლოგია, არამედ ბუნებრივი მოვლენაა, რაც უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების აქტიურობასთან არის დაკავშირებული.

წაიკითხეთ ვრცლად: მეცნიერებმა ვენერადან მომავალი რადიოსიგნალი დააფიქსირეს

IBM-მა მომავლისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. კომპანიის თქმით, მათ პირველად შექმნეს 2 ნანომეტრიან არქიტექტურაზე დაფუძნებული ჩიპსეტი. ეს ნიშნავს, რომ IBM-მა შეძლო და 50 მილიარდი ტრანზისტორი უმცირეს, ფრჩხილზე პატარა ზომის ჩიპსეტში ჩაატია.

ახალი ტექნოლოგიით დიდ სარგებელს ნახავენ მონაცემთა ცენტრები, წინსვლა იქნება კოსმოსის კვლევის კუთხითაც. 2 ნანომეტრიანი პროცესორები მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს 5G და 6G ქსელების შენების პროცესშიც და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს იქნება დიდი ნაბიჯი კვანტური კომპიუტერების განვითარების გზაზეც.

წაიკითხეთ ვრცლად: პირველად პროცესორების სამყაროში — IBM-მა 2 ნანომეტრიანი ჩიპი შექმნა

SpaceX-მა თავისი Starship რაკეტის სრულმასშტაბიანი პროტოტიპი გაუშვა და, ამჯერად, კომპანიის ისტორიაში პირველად, იგი არ აფეთქებულა.

ილონ მასკის კომპანიისთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა — ეს იმას ნიშნავს, რომ Starship-ს აფეთქების და დაშლის გარეშეც შეუძლია უსაფრთხოდ გაშვება და მშვიდობით დაბრუნება დედამიწაზე. ახლა კი SpaceX-ს თავისუფლად შეეძლება, Super Heavy ამაჩქარებლის საშუალებით Starship-ის ორბიტაზე გაშვებაზე დაიწყოს მუშაობა.

წაიკითხეთ ვრცლად: ისტორიაში პირველად, Starship-ის რაკეტა წარმატებით დაეშვა

Oxitec გარემოსდაცვით სააგენტოსთან (EPA) და ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით, გარემოში OX5034 გენის მატარებელ ნახევარი მილიონი გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოს გაშვებას გეგმავს.

Oxitec-ის მიხედვით, OX5034 გენის მატარებელი მამალი კოღოები, რომლებიც ადამიანებს არ კბენენ, დედალ კოღოებთან შეწყვილდებიან და შთამომავლობას ამ გენს გადასცემენ. ეს უკანასკნელი კი მათ დედალ ნაშიერებს სრულწლოვნების ასაკამდე მიღწევის საშუალებას არ მისცემს. კომპანიის წარმოდენით, რაც უფრო მეტად გამრავლდებიან გენმოდიფიცირებული კოღოები ამ ადგილებზე, მით უფრო შემცირდება დედალი დაავადების გადამტანი კოღოების რიცხვი და დროთა განმავლობაში, მათი პოპულაციები განადგურდება.

წაიკითხეთ ვრცლად: აშშ-ში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვებას იწყებენ — რას ნიშნავს ეს

ავტომობილების მწარმოებელი Bentley აცხადებს, რომ 2025 წლისთვის მათ ავტოპარკში შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები სრულად გაქრება და ისინი ელექტრმობილების წარმოებაზე გადავლენ.

ბენტლის თქმით, ისინი კონცენტრირდებიან მსუბუქი წონის შენარჩუნებასა და მანქანების აეროდინამიკულ მახასიათებლებზე, რადგან ელემენტები, რომლებსაც ელექტრომობილები საჭიროებენ საკმაოდ მძიმეა და მანქანის წონის გადანაწილებასაც ცვლის.

წაიკითხე ვრცლად: 2025 წლიდან Bentley-ს ყველა ავტომობილი სრულად ელექტრო იქნება