კიბერუსაფრთხოების ორმა მკვლევარმა Tesla-ს სისტემაში შოკისმომგვრელი მოწყვლადობა აღმოაჩინა, რომელმაც მათ საშუალება მისცა მანქანის სისტემა დისტანციურად, გარკვეული მანძილიდან ეკონტროლებინათ.

გუნდი მიხვდა, რომ მათ შეეძლოთ ავტომობილის მთავარ სამართავ კომპიუტერში შეღწევა და სხვადასხვა პარამეტრის შეცვლა. მაგალითად, მათ შეძლეს სავარძლების მოძრაობის კონტროლი და რაც ყველაზე მეტად საშიშია, მოწყვლადობა საშუალებას იძლეოდა გაეღოთ კარები და საბარგული დისტანციურად. ამ ყველაფრის მოხერხება კი ერთი დრონის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რომელიც მანქანასთან ახლოს ჩაფრენითა და WiFi სიგნალის გაგზავნით მანქანის კომპონენტებში ახერხებდა შეღწევას.

საბედნიეროდ ორ ჰაკერს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია და მანამ, სანამ მათ მიერ ნაპოვნი მოწყვლადობის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტს გააცნობდნენ, ისინი დაუკავშირდნენ Tesla-ს და მისცეს მათ დრო ხარვეზების გამოსასწორებლად. ჰაკერებმა თავიანთ ქმნილებას TBONE უწოდეს.

"რადგან TBONE არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას და მისი გამოყენება დაპარკინგებული მანქანის თავზე დრონის გადაფრენითაც შეიძლება, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლება ვიღაცას ბოროტი მიზნებისთვის, იარაღად გამოეყენებინა", — განაცხადა რალფ-ფილიპ ვეინმაანმა, ერთ-ერთმა ჰაკერმა

მიუხედავად იმისა, რომ Tesla-მ მოწყვლადობა უკვე გამოასწორა, ასეთი ხვრელი სისტემაში საფრთხეს სხვა ავტომწარმოებლებსაც უქმნის, რომლებიც თავიან მანქანებში იგივე კომპონენტებს იყენებენ.