ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, ამ შემთხვევაში იმსჯელებენ დაასაძლევია თუ არა ვეტო.

"პრეზიდენტი შეეხებოდა ამ სამართლებრივ არგუმენტებს დიდწილად, უმეტესწილად სამართლებრივ იურიდიულ საფუძვლებთან იყო ჩვენი გადაწყვეტილების დაკავშირებული ეს კითხვები, შესაბამისად მე მგონია, რომ მე და მიხეილ სარჯველაძემ დავარწმუნეთ პრეზიდენტი იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციურობის პრობლემა არ აქვს საერთოდ კანონს. ჩემი აზრით, ჩვენ წინასწარ დასკვნების გამოტანის საშუალება არ გვაქვს იმიტომ, რომ პრეზიდენტს არ ჰქონია მინიშნება რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიმსჯელებთ მის ორივე გადაწყვეტილებაზე. თუ ვეტო იქნება, ამ შემთხვევაში ვიმსჯელებთ ის დასაძლევია თუ არა, რა არგუმენტები მოჰყვება ამ ვეტოს, თუ არ იქნება ვეტო, ეს იქნება მისასალმებელი", — განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგს გომელაურსა და უმრავლესობის წევრებს, მამუკა მდინარაძეს და მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.