თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით კომპანია სულა კახეთში მეღვინეობას აფართოებს
2018 წელს დაფუძნებული კომპანია სულა კახეთში გაშენებულ ვენახებსა და ღვინის საწარმოებს შორის მხოლოდ ერთ-ერთი იქნებოდა, რომ არა მიდგომა, რომელიც წარმოებულ პროდუქტსა და თავად კომპანიას გამორჩეულს და, შესაბამისად, წარმატებულს ხდის. აქ პროდუქტი ქართულია, საქმისადმი დამოკიდებულება — ევროპული, კომპანიის ამბიცია კი — საერთაშორისო.
საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში შეძენილი პატარა ნაკვეთიდან გაჩნდა, სადაც ვაზი და ატამი გაშენდა. დღეს კომპანია უკვე 8 ჰექტარ მიწას ფლობს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში და 20-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. ქარხანაში, რომელიც გამართვის პროცესშია, სამომავლოდ 1 000 ტონამდე ყურძნის გადამუშავება იგეგმება.
საქმისადმი ევროპული მიდგომა დასაწყისშივე ცალსახად განისაზღვრა, როცა ვაზის ნერგების — მათ შორის ქართული ჯიშის ნერგების — არა ადგილზე შეძენა, არამედ საფრანგეთიდნ ჩამოტანა გადაწყდა.
"ეს ნერგები გაცილებით ჯანსაღია და კარგად უძლებს ადგილობრივ პირობებს. როგორც წესი, ადგილობრივებს სწორედ არაჯანსაღი ვაზის გამოისობით, ვენახების დაახლოებით, 20% უცდებათ ხოლმე", — აღნიშნავს კომპანიის დირექტორი ვახტანგ სულაძე.
ქინძმარაულის ზონაში გაშენებული ვაზის 80%-ს საფერავი შეადგენს. ვენახებში კიდევ ერთი ქართული ჯიში ხიხვია, დანარჩენი ფართობი კი ფრანგულ ჯიშებს უჭირავს — მერლოს, კაბერნე ფრანკს, კაბერნე სოვინიონს და პინო ნუარს. საფრანგეთში შეუკვეთა კომპანიამ, აგრეთვე, მაღალი ხარისხის მუხის კასრები, რომლებშიც ღვინო უნდა განთავსდეს.
სულა ბიომეურნეობის მომხრეა. ეს კომპანიის პრინციპული მიდგომაა: "ჩვენ გამოვრიცხეთ შხამ-ქიმიკატები და მხოლოდ ბუნებრივ სასუქს ვხმარობთ. ეს ძალიან მოქმედებს ყურძნის გემოსა და ხარისხზე. რაღა თქმა უნდა, ღვინის ხარისხიც საგრძნობლად უმჯობესდება მსგავსი მიდგომის წყალობით. გვაქვს სერთიფიკატი, რომელიც ბიომეურნეობაში ყოველგვარი სტანდარტის დაცვას ადასტურებს".
კომპანია საშუალო ფასის მქონე, მყიდველისთვის ხელმისაწვდომი ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული. წარმოებული პროდუქტის 20% ქვევრის ღვინო იქნება. ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქვევრებს სულა ადგილობრივ ბაზარზე შეიძენს. მომავალ წელს — როცა კომპანია მოსავალს სრულად აიღებს — გარდა ღვინისა, სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაც იგეგმება. საწარმოო ხაზი, რომელიც დამონტაჟების პროცესშია, შუშხუნა ღვინისა და კონიაკის დამზადების საშუალებასაც იძლევა.
სულას დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ერთი მხრივ, იგეგმება ინფრასტრუქტურის გაფართოება — მარნის, პატარა რესტორნისა და სასტუმროს აშენება, მეორე მხრივ — პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
"ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს გერმანელებთან. გვსურს, ჩვენი პროდუქცია ევროპული რესტორნების მენიუებში მოხვდეს. მოგვიანებით სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესვლასაც ვგეგმავთ", — ამბობს ვახტანგ სულაძე და აღნიშნავს, რომ დამწყები კომპანიისთვის მსგავსი ამბიციური გეგმები წარმოუდგენელი იქნებოდა მყარი ფინანსური მხარდაჭერისა და პარტნიორობის გარეშე.
"თიბისის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბანკისგან უკვე მეორე ტრანში მივიღეთ. მსგავს ხელსაყრელ პირობაზე ვერც კი ვიფიქრებდით. ძირითადად, მატერიალური მხარის მოსაგვარებლად — ვენახის სარების, მავთულების, სამაგრების შესაძენად დაგვჭირდა ფული. დიდი ინვესტიცია იყო, სამ მილიონ ლარს გადასცდა".
სულა სამომავლო გეგმებსაც ამ პარტნიორობაზე აგებს და უკვე თამამად ფიქრობს ღვინის წარმოებას გაცდეს. ვენახებისა და ატმის ბაღების შემდეგ, იგეგმება ასურეთში 100 ჰექტრამდე ტერიტორიის შეძენა ნუშის გასაშენებლად.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
კომენტარები