ბენ აფლეკის შემდეგ, გაცნობის საიტზე გაგზავნილი ვიდეო მეთიუ პერისაც გაუვრცელეს
რამდენიმე დღის წინ ბენ აფლეკის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა, რისი მიზეზიც გაცნობის საიტზე გაგზავნილი ვიდეო იყო. TikTok-ის მომხმარებლის თქმით, მან აფლეკი აპლიკაცია Raya-ში გაიცნო, თუმცა მისი ნამდვილი ვინაობა არ დაიჯერა და ბენთან კონტაქტი გაწყვიტა. ამის შემდეგ მსახიობმა მას ვიდეო გაუგზავნა, სადაც უმტკიცებდა, რომ მართლაც ბენ აფლეკი იყო.
ნევინ ჯეიმ ეს ვიდეო ტიკტოკზე გააზიარა, რასაც ხალხის მხრიდან განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ხალხმა ბენ აფლეკის საქციელი გააკრიტიკა. ზოგს არ მოეწონა, რომ ბენ აფლეკმა მასზე ასაკით ბევრად უმცროს გოგოსთან სცადა ფლირტი, ზოგმა კი თქვა, რომ თუკი ვინმე შენთან მიმოწერას წყვეტს, ზედმეტი ვიდეოები აღარ უნდა გაუგზავნო. ნევინის თქმით, მისი მიზანი, ნამდვილად არ იყო ბენ აფლეკის დაცინვა, უბრალოდ ეს ისტორია როგორც მხიარული ამბავი ისე მოჰყვა.
თუმცა, აფლეკი არ იყო ერთადერთი მსახიობი, რომელსაც Raya-დან ვიდეოები გაუვრცელეს. როგორც აღმოჩნდა, 52 წლის მსახიობმა მეთიუ პერიმ აპლიკაციის დახმარებით 19 წლის გოგო გაიცნო. მაყურებელი მსახიობს იცნობს სერიალიდან Friends, სადაც მეთიუ ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის, ჩენდლერის როლს ასრულებს. თუმცა, მისი ვიდეო ტიკტოკზე, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, მის გულშემატკივრებს ნამდვილად არ მოეწონათ.
არანაკლები კრიტიკა მოჰყვა, თავად ვიდეოს გამავრცელებელს. "ხალხი მეუბნება რომ მჩაგვრელი ვარ და პირადი ვიდეოს გავრცელება არასწორი საქციელი იყო. ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ამავდროულად, მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ჰოლივუდში უამრავი ხანშიშესული კაცი ესაუბრება მათზე ბევრად უმცროს გოგოებს", — განაცხადა მან.
ვიდეოში 51 წლის მეთიუ პერი 19 წლის გოგოს ეკითხება: "მამაშენი ჩემი ტოლია?"
ამ მოვლენებმა კრისი ტეიგენის ყურამდეც მიაღწია. ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა თავისი აზრი ტვიტერზე დააფიქსირა.
"ვეთანხმები, ცნობილი ადამიანები არ უნდა იღებდნენ ასეთ საშინელ და სასოწარკვეთილ ვიდეოებს Raya-ზე, მაგრამ პირადი შეტყობინების გამოქვეყნებაც არასწორია, ორივე მხარე არასწორად იქცევით, გილოცავთ", — წერს ტეიგანი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები