ვატიკანის რადიოს ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ, ხუთშაბათის მესაზე კათოლიკების ნაწილი გააკრიტიკა და თქვა, რომ უმჯობესია ადამიანი ათეისტი იყოს, ვიდრე კათოლიკეთა იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელიც ფარისევლური, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს:

"სკანდალურია, როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ. ეს ორმაგი ცხოვრებაა. არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ მესაზე ყოველთვის დადიან და კათოლიკეთა საზოგადოებას ეკუთვნიან".

პაპის თქმით, ზოგიერთი მათგანი უნდა ამბობდეს იმასაც, რომ ისინი ქრისტიანები არ არიან, რომ შესაბამის ხელფასს არ უხდიან დასაქმებულებს, რომ ადამიანების ექსპლუატაციას ეწევიან, ბინძურ საქმეში არიან ჩართულები და ფულს ათეთრებენ:

"რამდენჯერ მოგვისმენია ის, რომ ასეთ კათოლიკედ ყოფნას, უმჯობესია ათეისტი იყო".

რომის პაპმა ფრანცისკემ, 2013 წელს, მისი არჩევიდან ორ თვეში განაცხადა, რომ ქრისტიანები ათეისტების მიმართ შემწყნარებლები უნდა იყვნენ, თუკი ისინი კეთილ საქმეს აკეთებენ.