ფრენჩეიზის, The Expendables-ის მსახიობებმა ფეისბუქზე ახალი ვიდეო-სელფი გამოაქვეყნეს, რომელსაც სილვესტერ სტალონე იღებს. სტალონე ცნობილი ფრენჩეიზის რეჟისორიცაა. ოსკარის ცნობილი სელფის შემდეგ ეს ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავებით დახუნძლული სელფია.

ვიდეო სელფში, სათაურით "ბიჭები ქუჩიდან" ვხედავთ ჰარისონ ფორდს, დოლფ ლუნდგრენს, ჯეისონ სტეტჰემს, არნოლდ შვარცენეგერს, ანტონიო ბანდერასს, მელ გიბსონს და ა.შ.

"შეხედეთ, ეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სელფია", — იწყებს სტალონე. "ხო, ეს ზუსტად ის ერთადერთია", — პასუხობს ღიმილით შვარცენეგერი, რომელსაც მკლავი სტეტჰემზე აქვს გადახვეული. "ჩვენ ეს შევძელით", — ამბობს სტალონე ვიდეოს დასასრულს.

შეუჩერებელნის ფილმები 2014 წელს, მესამე ნაწილის გამოსვლის შემდეგ შეჩერდა. სამივე ფილმი კინოგაქირავებაში პოპულარული იყო და ცხადია, რომ მაყურებელი მეოთხე ნაწილსაც ელოდა.

ეს სელფი შეგვიძლია ახალი სამსახიობო გუნდის დადასტურებად მივიღოთ, რადგან ზუსტად აპრილში დადასტურდა ფილმის მეოთხე ნაწილის სცენარი, გადაღებები კი 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყება.