საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. აღნიშნულზე On.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტი დღეს სალომე სამადაშვილსა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს შეხვდა, გუშინ კი გირჩის ლიდერს, იაგო ხვიჩიასა და პარტია მოქალაქეების წარმომადგენლებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ასევე, დაგეგმილია სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი მოითხოვს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს.

გაიგე მეტი: