წულუკიანი ოსტატების რეესტრს ქმნის — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრირებისთვის სერტიფიკატი იქნება საჭირო
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ოსტატების რეესტრს ქმნის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის უწყება ადამიანებისგან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციაში სპეციალიზდებიან, განაცხადებს მიიღებს.
"ასეთი ოსტატები, ამბობენ, რომ, მწირი ოდენობით არსებობენ საქართველოში, მაგრამ ისინი ნამდვილად არსებობენ და საქმიანობენ თავისუფალ ბაზარზე. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, მოგვმართონ, რათა შედგეს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციაში სპეციალიზებულ ოსტატთა რეესტრი", — თქვა წულუკიანმა.
მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები სამინისტროში განაცხადებს შეიტანენ, გასაუბრება ჩაუტარდებათ და "ღირსეული ანაზღაურებით" დასაქმდებიან. რაც შეეხება იმ სპციალისტებს, რომლებიც გასაუბრებას "მყისიერად" ვერ გაივლიან, სამინისტრო მათთვის გადამზადების კურსებს დააფინანსებს, შემდეგ კი სერტიფიკატებს გასცემს, რომლის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციას ვერ შეძლებენ. როგორც წულუკიანმა დააანონსა, ეს ინიციატივა ძალაში 2022 წლის პირველი მაისიდან შევა.
"ჩვენ აქცენტს ყოველთვის, მომავალში, დღეიდან გავაკეთებთ არა რაოდენობაზე, თუ რამდენი ძეგლი რესტავრირდა, არამედ ხარისხზე, თუ როგორ რესტავრირდა ან როგორი ხარისხის კონსერვაცია ჩაუტარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს", — თქვა წულუკიანმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ეს საჭიროება არაერთი პრობლემითაა გამოწვეული და "თვალსაჩინო" და "სამწუხარო" მაგალითად გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია დაასახელა.
"იქ ჩვენ ვნახეთ, რომ 2008 წელს შეიქმნა გადახურვის პროექტი და ხარვეზებით წარმოებულმა მრავალწლიანმა სამუშაოებმა, რომელიც ჩაატარეს იმ ადამიანებმა, ვისაც არ ჰქონდა შესაბამისი კვალიფიკაცია და არ იყო სწორედაც რომ ოსტატი, [გამოიწვია ის,, რომ] ძეგლი იქნა დაზიანებული", — თქვა მან.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ ოსტატებს, პრაქტიკულად, ეძებენ. შესაბამის სპეციალისტებს მან მონაცემების გაგზავნისკენ მოუწოდა და თქვა, რომ კანდიდატებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ "განსაკუთრებული მოკრძალება" უნდა ჰქონდეთ.
"ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ კანდიდატებს უნდა ახასიათებდეთ განსაკუთრებული მოკრძალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი. ისინი ვერ იქნებიან უბრალოდ ხელოსნები, ეს უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც ხვდება, რომ როდესაც მუშაობ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ეს არის გარკვეული ღვაწლის ტოლფასი საქმიანობა და რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ურთიერთობა, თვითონ ეს სამუშაო არის საპატიო. სანაცვლოდ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევუქმნით ღირსეულ სამუშაო პირობებს და მათთან ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ მაგალითად, როგორ გამოვასწოროთ უკვე ის მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელიც არაპროფესიონალი ოსტატების თუ ადამიანების მიერ მიყენებული აქვს უკვე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის არაერთ ძეგლს დღემდე, სამწუხაროდ", — თქვა წულუკიანმა.
რაც შეეხება სამინისტროს მოთხოვნებს, იმისთვის, რომ ადამიანი ოსტატების რეესტრში დარეგისტრირდეს, უწყება მიიღებს შემდეგი სპეციალისტების განაცხადებს:
- ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);
- ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი;
- კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);
- სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები);
- მჭედელ-ზეინკალი;
- მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.
იმ ადამიანებმა, რომელთან ოსტატთა რეესტრში ყოფნა სურთ, მიმდინარე წლის 15 ივნისამდე კულტურის სამინისტროს უნდა მიმართონ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის [email protected] ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე 2-022-229. ამასთან, გასაუბრებაზე მისაწვევად, პირმა უნდა წარადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები. გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში, მან თან უნდა იქონიოს შესრულებული სამუშაოების ფოტო და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვიდეო.
"კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, მუდმივად აიმაღლონ ოსტატობის დონე. მათ უნდა ახასიათებდეთ განსაკუთრებული მოკრძალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი, მათი პროფესიული მრწამსი გაჯერებული უნდა იყოს იმ განწყობით, რომ ძეგლზე მომუშავე ოსტატის შრომა მოღვაწის ნიშნით ხასიათდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ურთიერთობა საპატიო საქმიანობაა", — აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
დღევანდელ ბრიფინგზე მოწვეული იყო ტარიელ კიპაროიძეც, არქიტექტორ-რესტავრატორი, რომელიც, სამინისტროს ცნობით, ამჟამად აბასთუმნის, დუშეთის, თბილისის დედაციხის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის კოორდინატორია.
მისი წარდგენისას თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ "ბატონი ტარიელი გახლავთ ამაგდარ არქიტექტორ-რესტავრატორების — რუსუდან გვერდწითელის, ვახტანგ ცინცაძისა და ლეო ხიმშიაშვილის მოწაფე, რომელთაც, მათი ღვაწლის გამო, თაობები მუდამ მადლიერების გრძნობით მოიხსენიებენ".
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები