დეპუტატების ნაწილი სინოფარმისა და ასტრაზენეკას ვაქცინებით საჯაროდ აიცრა
პარლამენტის დეპუტატების ნაწილი კორონავირუსზე საჯაროდ აიცრა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მათმა უმეტესობამ ჩინური ვაქცინა სინოფარმი, ნაწილმა კი, ასტრაზენეკა გაიკეთა.
ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრიც. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით სანდოობა იზრდება.
ნახეთ On.ge-ს პირდაპირი ეთერი რესპუბლიკური საავადმყოფოდან.
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ჩინური წაროების ვაქცინა სინოფარმით აიცრა. როგორც მან აღნიშნა, იმუნიზაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ვისაც აქვს შესაძლებლობა და შესაბამისი რეკომენდაცია მედიკოსებისგან, აცრა უნდა გაიკეთოს.
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის დასახელებას და წარმოშობას იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი კონკრეტული ვაქცინით. ვაქცინა არის კარგი! შესაბამისად, შეგვიძლია ვენდოთ ვაქცინაციის პროცესს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციით შესაძლებელია ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავიცერი სინოფარმის წარმოების ვაქცინით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის დასახელებას. ყველა ვაქცინა მისაღებია და ყველა ვაქცინით შესაძლებელია იმ მიზნის მიღწევა, რაც არის დასახული — კონკრეტულად კი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა", — ხუციშვილმა.
სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში დაიწყო. 5 მაისიდან კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება ემატება.
სინოფარმს WHO-ს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სინოფარმით აცრა "ავტორიზაცია მალე დაეწევა".
"200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული სინოფარმის მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნებისთვის და ძალიან ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინის. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, რომ ჯანმოს ავტორიზაციაც მალევე დაეწევა, თუ არ დაასწრებს", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინურ ვაქცინა სინოფარმზე რეგისტრაცია 18 წლის ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის საფუძველი არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა.
WHO-ს ნებართვის მიღების შემთხვევაში, ჩინური Sinopharm იქნება პირველი ვაქცინა არადასავლური ქვეყნიდან, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო ნებართვა. ამ ეტაპზე კი, WHO-ს საგანგებო გამოყენების ნებართვა გაცემული აქვს ისეთი ვაქცინებისთვის, როგორიცაა Pfizer-BioNTech, AstraZeneca and Johnson & Johnson.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები