SpaceX-მა თავისი Starship რაკეტის სრულმასშტაბიანი პროტოტიპი გაუშვა და, ამჯერად, კომპანიის ისტორიაში პირველად, იგი არ აფეთქებულა.

50 მეტრი სიგრძის უჟანგავი ფოლადის ხომალდი სახელად SN15 სამხრეთ ტექსასიდან ოთშაბათ საღამოს, ადგილობრივი დროით 17:25 საათზე გაუშვეს.

იგი ჯერ ატმოსფეროში ხმელეთიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა, ღრუბლებს მოეფარა, შემდეგ კი ისევ გამოჩნდა მათ ზემოთ. ძრავის გამორთვის შემდეგ მან ჰორიზონტალურად დაიწყო დაშვება, შემდეგ კი ისევ აამოქმედა და ზემოთ განაგრძო სვლა.

დაშვებისას SN15-ის ქვედა ნაწილი გარშემო ცეცხლის ალები გამოჩნდა. ცეცხლს რამდენიმე წუთის მანძილზე აქრობდნენ დისტანციურად კონტროლირებადი წყლის მილებით.

თუმცა, SN10-ისგან განსხვავებით, რომელიც 3 მარტს დაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა, SN15 გადარჩა.

ილონ მასკის კომპანიისთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა — ეს იმას ნიშნავს, რომ Starship-ს აფეთქების და დაშლის გარეშეც შეუძლია უსაფრთხოდ გაშვება და მშვიდობით დაბრუნება დედამიწაზე.

აღსანიშნავია, რომ SN15 მეხუთე სრულმასშტაბიანი პროტოტიპია, რომელიც ცაში აფრინდა. წინა ოთხი პროტოტიპიდან გარკვეულ ეტაპზე ყველა მათგანი აფეთქდა.

მასკის ტვიტის მიხედვით, პროტოტიპის სტრუქტურებმა, პროგრამულმა უზრუნველყოფამ და ძრავამ ასობით გაუმჯობესება გაიარეს.

ახლა კი SpaceX-ს თავისუფლად შეიძლება, Super Heavy ამაჩქარებლის საშუალებით Starship-ის ორბიტაზე გაშვებაზე დაიწყოს მუშაობა.