ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში ქართული სკოლა-ბაღი მომავალი გაიხსნა. აღნიშნული სკოლა 3 000 მ2-მდეა და 500 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ ერთ მილიონ ლარამდე შეადგინა. აღნიშნული თანხით განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მიკროავტობუსის შეძენა, აუზის მშენებლობა და სხვა სამშენებლო სამუშაოები.

"განათლების ხელშეწყობა, გლობალურად, ვითიბი ჯგუფისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სკოლა მომავალთან თანამშრომლობით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის მასშტაბით განათლებას და ეკონომიკის განვითარებას.

მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც არანაკლებ პრიორიტეტულია ბიზნესის წარმატებისთვის", — განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩაჩხიანმა.