დღეს, 5 მაისს, მუსიკის დედოფალი ადელი 33 წლის გახდა. მომღერალმა დაბადების დღე უდარდელი ფოტოებით აღნიშნა, წარწერით Thirty Free. ფოტოები გვარწმუნებს, რომ ადელიახალ ასაკში ბედნიერი და ხალისიანმა შეაბიჯა.

სურათები ადელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, მუსიკოსის პირველ, შავ-თეთრ ფოტოში მის ხელზე 2019 წელს გაკეთებულ სატურნის ტატუს ვხედავთ, რომელიც მის შვილს, ანჯელოს ეძღვნება.

ადელს მოგზაურობისას, ოკეანეში გადაღებულ ფოტოსა და ცეკვის დროს გადაღებულ ულამაზეს კაბაში ვხედავთ.

ფოტო: Adele / Instagram

ფოტო: Adele / Instagram

მუსიკოსს დაბადების დღე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის იყვნენ მისი პროდიუსერი რაიან ტედერი და Stranger Things-ის მსახიობი მილი ბობი ბრაუნი: "უბრალოდ მიყვარხარ, სულ ესაა", — დაწერა მან.

ადელმა ბოლო ალბომი, 25, ექვსი წლის წინ, 2015 წელს გამოუშვა და წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გრემიც დაიმსახურა. მისი ყველაზე პოპულარული ჰიტებია Hello, Send My Love (To Your New Lover), When We Were Young და Water Under the Bridge, თუმცა მისი მსმენელისთვის ადელის საყვარელი სიმღერების გამორჩევა ალბათ ძალიან რთულია.