2020 წლის ივლისში, NASA-ს Parker ზონდი პლანეტა ვენერასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა.

ახლა კი, მონაცემების გაანალიზების შემდეგ ირკვევა, რომ ზონდი პლანეტას ისე მიუახლოვდა — ზედაპირისგან მხოლოდ 832 კილომეტრით იყო დაშორებული — ბუნებრივი რადიო გამოსხივება დააფიქსირა. კვლევა სადაც ეს მოვლენაა აღწერილი, სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მიღებულ მონაცემებს პლანეტის შესასწავლად გამოიყენებენ. განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ იქცა ვენერა ასეთ ცხელ პლანეტად. სწორედ მისი ეს გარემოა, რაც პლანეტის შესწავლას ძალიან ართულებს.

ზონდი 7 წუთის განმავლობაში იღებდა დაბალი სიხშირის, ბუნებრივ რადიოსიგნალებს. აღსანიშნავია, რომ მისი წყარო არა არამიწიერი ცივილიზაციის მიერ შექმნილი ტექნოლოგია, არამედ ბუნებრივი მოვლენაა, რაც უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების აქტიურობასთან არის დაკავშირებული.

"ვენერასგან მიღებული სიგნალებით ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვიყავით და მალევე მივხვდით თუ რა იყოს ის." — ამბობს NASA-ს მეცნიერი და კვლევის ავტორი გლინ გოლისონი.

გოლისონმა რადიო სიგნალები იცნო და მიხვდა, რომ ეს "გალილეოს" 2003 წლის მისიის დროს მიღებული სიგნალის მსგავსი იყო. მართლაც, ვენერადან ბუნებრივი რადიოაქტიური გამოსხივება საოცრად ჰგავდა სიგნალებს, რომლებიც გამოვლინდა "გალილეოს" იუპიტერის მთვარეების იონოსფეროში გადაფრენისას.

საბოლოოდ მეცნიერები უცნაურ დასკვნამდე მივიდნენ, რის მიხედვითაც, ვენერას იონოსფერო თხელდება მაშინ, როდესაც მზის ციკლი მინიმუმს აღწევს.

"როდესაც სხვდასხვა მისია ერთმანეთის მიყოლებით ერთ შედეგს აჩვენებს, ეს ნიშნავს, რომ შედეგები რეალურია და იონოსფეროს დათხელება მზის ციკლზეა დამოკიდებული." — თქვა კვლევის თანაავტორმა რობინ რამსტადმა.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მიღებულ მონაცემებს კიდევ ბევრ რამეში გამოიყენებენ.