პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
სს პაშა ბანკ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 29 აპრილიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად დაინიშნა ნიკოლოზ შურღაია, რისკების დირექტორად და დირექტორთა საბჭოს წევრად — ლევან ალადაშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საოპერაციო დირექტორად და დირექტორთა საბჭოს წევრად კი, გიორგი ჩანადირი.
პაშა ბანკს ტოვებს არდა იუსუფ არკუნი, რომელსაც 2018 წლიდან ბანკში გენერალური დირექტორის და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. პაშა ბანკში რისკების დირექტორის და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს ასაფ ჰუსეინოვიც, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2019 წლიდან მუშაობდა. არკუნი და ჰუსეინოვი ფაშა ჰოლდინგში გააგრძელებენ მუშაობას.
პაშა ბანკის დირექტორთა საბჭო ამჟამად შედგება ოთხი დირექტორისგან:
- დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი — ნიკოლოზ შურღაია;
- დირექტორთა საბჭოს წევრი და ფინანსური დირექტორი — სელიმ ბერენტი;
- დირექტორთა საბჭოს წევრი და რისკების შეფასების დირექტორი — ლევან ალადაშვილი;
- დირექტორთა საბჭოს წევრი და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საოპერაციო დირექტორი — გიორგი ჩანადირი.
პაშა ბანკი საქართველოს ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ 1995 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების და კრედიტის მიმართულებით. ის ასევე ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია.
ნიკოლოზმა კარიერა 1994 წელს საქართველოს ექსიმბანკში (შემდგომ გაერთიანებული ქართული ბანკი) დაიწყო, სადაც 2002 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2004 წელს ის მოსკოვში, ABN AMRO BANK-ის ვიცე პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა. 2005-2008 წლებში კი ლონდონში, EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფში მთავარი ბანკირი იყო.
ნიკოლოზ შურღაია 2008-2009 წლებში თბილისში, VTB ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, 2009-2011 წლებში კი მას მინსკის Belarusky Narodny Bank-ის აღმასრულებელი თავმჯდომარისა და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციები ეკავა. 2012-2014 წლებში იგი ბაქოში, Rabitabank-ის გამგეობის თავმჯდომარე იყო, 2016-2020 წლებში — Yelo Bank-ის.
იგი 2011 წლიდან დღემდე აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოსა და ყაზახეთში მომუშავე ფინანსური ინსტიტუტების (საქართველოს საფონდო ბირჟა, პაშა ბანკი საქართველო, Bank Moscow-Minsk, EvrotorgInvestBank, Caspian Financial Group) დამოუკიდებელი მრჩეველია.
"პაშა ბანკი ჩემთვის ახლობელი ორგანიზაციაა. 2015-2016 წლებში პაშა ბანკ საქართველოში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და მიხარია, რომ ახლა ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ერთი მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მეორე მხრივ, ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო და საინტერესოა რთულ ეკონომიკურ პერიოდში სამშობლოში უცხოური ბანკის ხელმძღვანელობა. ამასთან, მუშაობის პირდაპირ ეფექტებთან ერთად საშუალება მეძლევა, სხვადასხვა მიმართულებით გამოვიყენო ჩემი ახალი შესაძლებლობები და ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდა მენეჯერებს, რომლებიც მრავლად არიან ბანკში, განვითარებაში შევუწყო ხელი", — განაცხადა პაშა ბანკის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ.
პაშა ბანკი ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. იგი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს. პაშა ბანკის ქვე ბრენდია რე|ბანკი, რომლის მიზანიც საცალო სექტორში საბანკო მომსახურების გამარტივება და ახლებურად წარმოდგენაა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები