25 წლის ქალმა, მალიში, 9 ბავშვი გააჩინა, 5 გოგო და 4 ბიჭი. მშობიარობისას ექიმები გაოცებულები დარჩნენ, რადგან ექოსკოპიაზე მხოლოდ 7 ბავშვი დაინახეს.

ქალმა, სახელად ჰალიმამ, მოროკოში იმშობიარა, სადაც ის მალის მთავრობამ გადაიყვანა.

9 ტყუპი უიშვიათესი შემთხვევაა და მშობიარობას, ხანდახან, გართულებები მოჰყვება. დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ექიმები რისკებზე ღელავდნენ და სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლება.

ტყუპები საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ. მალის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დედაც და ბავშვებიც თავს კარგად გრძნობენ. მინისტრმა ექიმებს წარმატებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყანას "ამბის ბედნიერი დასასრული" მიულოცა.

დედა და ბავშვები სახლში რამდენიმე კვირაში დაბრუნდებიან.