როცა დაიწყება ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია, უფრო აქტიურად ვისაუბრებთ სტიმულებზე — გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, როდესაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დაიწყება, ვაქცინირებულთათვის სტიმულებზე შემდეგ ისაუბრებენ. მისი თქმით, ეს, ალბათ, ივლისის თვისკენ მოხდება.
"ჯერ ცოტა ადრეა, რადგან ჩვენ მეტად ფართო მოცვა გვჭირდება ვაქცინაციით მოსახლეობის, რადგან ყველას ჰქონდეს არჩევანი და მარტივად ჩაიტაროს ვაქცინაცია. ალბათ, ესეც უფრო ივლისის თვისკენ, როცა გადავალთ მეტად აქტიურ, ფართო მოცვაზე მოსახლეობის, რომ გათანაბრდეს და ვინმეს არ დარჩეს განცდა, რომ მისი მიზეზით კი არა, რაღაც გარეშე მიზეზებით ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია და ამდენად, გარკვეულწილად, დისკრიმინირებული შეიძლება აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ვერ მიიღებს შეღავათს. როცა დაიწყება ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია, მაშინ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ სტიმულებზე", — თქვა მან.
მისი განმარტებით, ეს სტიმულები შეიძლება იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, თუმცა ჯერ კონკრეტული პაკეტი მომზადებული არ არის.
"ასევე, საუბარია ბიზნესის წახალისებაზე, იმისთვის, რომ მათ შექმნან ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო. მთავარი აქცენტი აქ გადავა იმაზე, რომ მომხმარებელმა იცოდეს — კონკრეტული სასტუმრო, რესტორანი დაკომპლექტებულია ვაქცინირებული პირებით და იქ არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო და მიენიჭოს სერტიფიკატით ან რაიმე თვალსაჩინო ნიშანი", — განაცხადა გაბუნიამ.
რამდენიმე დღეა საკოორდინაციო საბჭოს წევრები ვაქცინირებულთთათვის შეღავათების დაწესებაზე საუბრობენ. 26 აპრილს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მომხრე არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებისთვის შესაბამისი "პრივილეგიები" დაწესდეს. იმავე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ განიხილება კოვიდპასპორტის დანერგვა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები