კახეთში მომხდარი მასშტაბური სტიქიის ანაზღაურებაზე სადაზღვევო კომპანია ალდაგი აქტიურად მუშაობს. ამ დრომდე ზარალის ანაზღაურებაზე ალდაგში 400-მდე განაცხადი შევიდა. გლეხებისთვის თანხის დროულად ანაზღაურების მიზნით, კომპანიამ სტიქიის მეორე დღესვე დაიწყპ დაიწყო რეგიონის აღწერა.

სტიქია კახეთში 29 აპრილს მოხდა და 30 აპრილსაც განმეორდა. დაზიანებულია 24 სოფელი ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. "ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. ძირითადად ვაზი და ერთწლოვანი კულტურები დაზიანდა. ჩვენი ადგილობრივი და ცენტრალური ოფისები აქტიურად მუშაობენ, რომ დროულად შევძლოთ რეგიონისთვის დახმარების გაწევა", — განაცხადა ალდაგის აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორმა, ივანე ბუჯიაშვილმა.

ალდაგი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 2014 წლიდანვე ჩაერთო. ამ დროის განმავლობაში კომპანიას 17 მილიონ ლარზე მეტი აქვს გლეხებისთვის ანაზღაურებული. ბოლო წლების განმავლობაში ალდაგმა თანხის ანაზღაურება კიდევ უფრო დახვეწა ანაზღაურების სისტემა, რომელიც გლეხებისთვის თანხის ანაზღაურებას სტიქიიდან სულ რამდენიმე დღეში უზრუნველყოფს.

გლეხებს მოსავლის დაზღვევა ალდაგში ახლაც შეუძლიათ. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, მათ დაზღვევის რეალური ღირებულების ნახევრის ან 30%-ის გადახდა მოუწევთ. ვაზის შემთხვევაში სახელმწიფო სუფსიდია 50%-ია. ფერმერებს, ვაზის გარდა, მარცვლეულის, პარკოსანი კულტურების, ბოსტნეულის, ბაღჩეულის, ხეხილის, კაკლოვანი კულტურებისა და ციტრუსის დაზღვევაც შეუძლიათ.