ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, კარტოგრაფი ივერი მელაშვილის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე გამოჩენა კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად "სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია" იყო.

"ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ვთქვათ, სავაჭრო ცენტრში, კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად, აი, ამ შემთხვევაშიც, მაგრამ უფრო სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ. როდესაც ერთი მხრივ, სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, მეორე, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და მესამე, დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას, როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ საქართველოს არ განეკუთნება დავით გარეჯის ტერიტორია, იქნეს გამოყენებული ამ პროვოკაციის დაწყების ან გაჩაღების მიზნით. აი, ეს მიზანი, შემიძლია მოგილოცოთ, თქვენ წარმატებით განახროციელეთ", — თქვა მან.

4 მაისს დავით გარეჯში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილს დაუპირისპირისპირდნენ. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აგრესიული სასულიერო და სამოქალაქო პირები მელაშვილს ემუქრებიან და ჟურნალისტს ფიზიკურად უხეშად ეხებიან.