პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის აზრით, დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური ლიდერების დიდ ნაწილს ან დაწერილიდან შინაარსის გამოტანა უჭირს, ან მანიპულირებს.

"მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი პოლიტიკური ლიდერების დიდ ნაწილს ან დაწერილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ, ან ძალიან თავხედურად მანიპულირებენ იმიტომ, რომ შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელზეც ჩვენი ყველა საერთაშორისო მნიშვნელოვანი სერიოზული პარტნიორი დიდი ხანი მუშაობდა ჩვენთან ერთად და მთელი ეს პროცესი წარმატებულ შედეგამდე მიიყვანა, მკაფიოდ განსაზღვრავს ამნისტიის აუცილებლობას და ეს აუცილებლობა გამომდინარეობს იქიდან, რომ დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა 19-21 ივნისის საკითხებზე", — განაცხადა წილოსანმა პალიტრანიუსის ეთერში.

პარლამენტში დარეგისტრირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი - ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ვერსიები. სავარაუდოდ შემდეგ კვირას, საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული უქმეების შემდეგ, დაიწყება განხილვები საკანონმდებლო ორგანოში.

გაიგეთ მეტი: