პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესები კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე რომ ჩაყავდათ, იქ გულთბილად არავინ დახვდებოდა.

"ზოგადად, ისე ივერი მელაშვილი რომ ჩაყავდათ იმ მონასტერში, სადაც ამ მონასტერმა მთელი მოღვაწეობის ნაწილი შეალია იმას, რომ ემტკიცებინა, რომ ეს არ არის აზერბაიჯანის და არის საქართველოსი და ასე იყო ამა და ამ რუქების მიხედვით, რომელიც უნდა განხილულიყო და რომელიც, სამწუხაროდ, იყო უგულებელყოფილი, ბუნებრივია, იმას იქ გულმხურვალე და გულთბილ შეხვედრას არ [მოუწყობდნენ]", — განაცხადა ქადაგიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.