პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ხალხი მთავრობის რეგულაციების "უცოდინრობით" ემორჩილება.

"მე რომ ვიყავი სასაფლაოზე, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად. ისე უხერხულად ვგრძნობდი [თავს], რომ არც პროტესტის სურვილი მქონდა, არაფრის სურვილი არ მქონდა. უბრალოდ, მანქანიდან შემრცხვა რომ გადმოვსულიყავი.

ეს ხომ რაღაცნაირად საკუთარ თავს ჩვენ თვითონ მოვუწყვეთ — როგორც მთავრობამ, ასევე ხალხმა მორჩილებით და უცოდინრობით. ელემენტარული უცოდინრობით. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, სამყაროში მარტო ჩვენ არა ვართ ასეთები", — განაცხადა მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში, 2-4 მაისს საფლავებზე მისვლა მთელ ქვეყანის მასშტაბით აკრძალული იყო, ჯარიმა კი 2000 ლარს შეადგენდა.

გაიგეთ მეტი: