გირჩის ლიდერის, იაგი ხვიჩიას განცხადებით, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ოპოზიციამ ბრძოლა მოიგო, თუმცა ამას ვერ მიხვდა, ვინაიდან მათ ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება, მაგრამ მაინც მიიღეს მიშელის დოკუმენტი.

"ჩემი აზრით, თუ ჩვენ სრულ კონტექსტს დავინახავთ, თუ რა მოხდა არჩევნების შემდეგ, ზოგადად, 6-თვიან პროცესს, რომელიც ბატონი შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდა, ოპოზიციამ ეს ბრძოლა მოიგო, ჩემი აზრით, გამოვიდა გამარჯვებული ამ ბრძოლიდან, უბრალოდ, თვითონ ამას ვერ მიხვდა და დავმარცხდითო დაიწყო ყვირილი, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, რაც იყო სიმართლე, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცე, შენ მაინც ეს დოკუმენტი მიიღე, შენ მიიღე 5%-იანი ბარიერის ნაცვლად 2%-იანი ბარიერი 2 ვადის განმავლობაში, შენ მიიღე პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელიც ნოემბერში დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა, შენ მიიღე 43%-იანი ზღვარი (დათქმა) იმისთვის, რომ შემდეგში ის, რასაც ითხოვდი, მოხდეს", — განაცხადა ხვიჩიამ TV პირველის ეთერში.

გაიგე მეტი: