დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. მისი თქმით, მთავარია ადამიანებს სურდეთ, რომ აიცრან.

"მართალია, თბილისში შეივსო [ადგილები აცრისთვის], მაგრამ, კიდევ დაემატება ახლა. მთავარია რომ ადამიანებს სურდეთ აცრა და დამერწმუნეთ, არ იქნება პრობლემა, დამატებითი ასაცრელი პუნქტების დამატება ყოველდღიურად მოხდება. ტრენინგები გაიარა უკვე 100-ზე მეტმა [მედ. პერსონალმა]. დღეს დაემატა იმას რაც იყო 30-ზე მეტი ადგილი და ესენი, სულ ყველა, ჩაერთვებიან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, თბილისში და ვაქცინაცია სულ უფრო და უფრო მეტ ადგილას გახდება ხელმისაწვდომი", — განაცხადა იმნაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

დღეს, 4 მაისს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც განაცხადა, რომ გაიზრდება იმ სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა, სადაც Sinopharm-ით აცრა იქნება შესაძლებელი. მისივე ინფორმაციით, Sinopharm-ზე განსაზღვრული ადგილები თბილისის ყველა კლინიკაში უკვე დაჯავშნილია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაისის Sinopharm-ით ვაქცინა დაიწყო 30 დაწესებულებაში. ხვალიდან, 5 მაისიდან კი მათ კიდევ 44 დაწესებულება დაემატება.

გაიგეთ მეტი: