Myauto კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალია, ყოველთვიურად 1.2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებლითა და 250,000 განცხადებით. კომპანიის სტატეგიულ მიზანს წარმოადგენს ისეთი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს გაუმარტივებს არამხოლოდ ავტომობილის ყიდვა-გაყიდვას, ამასთანავე დაეხმარება გონივრული შენაძენის გაკეთებაში და მანქანის მოვლაში.

Myauto-ში აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ მიზნით მათ განაახლეს საავტომობილო კატალოგი, სადაც თითქმის ყველა მარკისა და მოდელის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, მათ შორის: აჩქარება, ცხენის ძალა, წვა და ა.შ. ყველაფერი, რაც სასურველი მოდელის არჩევას გაგიმარტივებთ.

"კატალოგში დავამატეთ ახალი მოდული: შეფასება - სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა პარამეტრით შეაფასოთ ყოფილი, ან თქვენი ამჟამინდელი ავტომობილი, ატვირთოთ მისი ფოტოები და დატოვოთ ზუსტი აღწერა. ამ გზით, თქვენ შეძლებთ გაუზიაროთ სხვებს ავტომობილის უპირატესობები თუ ნაკლოვანებები და დაეხმაროთ მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. მოდულში 5 ბალიანი სისტემით შეფასდება მანქანის დიზაინი, პრაქტიკულობა, მართვის ხარისხი, უსაფრთხოება, საიმედოობა და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები. შეფასების ბლოკში შეგროვდება ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ესა თუ ის ავტომობილი ყოველდღიურობაში ან გრძელვადიან მფლობელობაში. ეს პოტენციურ მყიდველებს არჩევანს უმარტივებს, რამდენადაც ისინი ეცნობიან ავტომობილის შეფასებას უშუალოდ მფლობელებისგან" — გვიყვება Myauto-ს წარმომადგენელი.

ტექსტური შეფასების დაწერა და ფოტოების დამატება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Myauto-მ უაკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვნანი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს და დაამატა ახალი მოდულები, მათ შორისაა პირველი ავტოაუქციონი საქართველოში, ავტოსალონები, ტექ-ინპექტირების მოდული, დაზღვევის მოთხოვნის შესაძლებლობა და სხვა, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს ცხოვრებას ავტომფლობელებს.