2020 წელს ელიზაბეტ ოლსენმა მაყურებლის გული მოიგო, როდესაც ვანდა მაქსიმოვი განასახიერა, Marvel-ის ახალ სერიალში WandaVision. ფილმებისგან განსხვავებით, სადაც მისი საეკრანო დრო შეზღუდული იყო, სერიალში ოლსენმა უკეთ შეძლო თავისი სამსახიობო ნიჭის გამოვლენა, რის შედეგადაც კრიტიკოსების და ფანების სიმპათიებიც დაიმსახურა.

შესაბამისად, ყველას ძალიან აინტერესებს, როგორ გაგრძელდება ელიზაბედიტის კარიერა და რა სიახლეს შემოგვთავაზებს იგი.

ფოტო: Marvel Studios

ოლსენს ამჯერად HBO Max-ის სერიალში Love and Death ვიხილავთ. სერიალი მოგვითხრობს 1980 წელს ტეხასში მომხდარი მკვლელობის შესახებ. მასში მონაწილეობას ნიკოლ კიდმანიც მიიღებს, ხოლო რეჟისორი ლესლი ლინკა გლატე იქნება.

ოლსენი კენდი მონდგომერის როლს შეასრულებს, რომელსაც ბრალი ედება მეზობლის, ბეტი გორის, მკვლელობაში.

"ეს ისტორია არის ორ ქალზე პატარა ქალაქიდან, რომელთა ცხოვრება საშინელ ძალადობას შობს. გვიხარია, რომ სერიალში ელიზაბეტ ოლსენი ითამაშებს. ვფიქრობთ, ის ნამდვილად შეძლებს, ქენდი მონდგომერის კომპლექსური პერსონაჟი წარმოაჩინოს, რაც ისტორიას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის", — განაცხადა HBO Max-ის წარმომადგენელმა სარა ობრეიმ.

ფოტო: Hulu

Love and Death არ არის ერთადერთი სერიალი, რომელიც ამ მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს. Universal Studio გეგმავს მინი სერიალის Candy-ს გადაღებას, სადაც ქენდის როლს ელიზაბეტ მოსი განასახიერებს, რომელსაც მაყურებელი სერიალი მხევლის წიგნიდან იცნობს. როგორც ჩანს, სერიალების მოყვარულებს საშუალება ექნებათ, ორი მსახიობის შესრულება ერთმანეთს შეადაროს.

სიყვარული და სიკვდილი დაფუძნებულია ჯონ ბლუმისა და ჯიმ ატკინსონის წიგნზე სიყვარულის მტკიცებულება: ვნებისა და სიკვდილის ჭეშმარიტი ისტორია გარეუბანში. მასზე სერიალების Big Little Lies-ს და The Undoing-ის შემოქმედებითი ჯგუფი იმუშავებს.