ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში მეორე ჩინური ვაქცინით, სინოვაკითაც დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"სინოკავით აცრის პერიოდიც, ვფიქრობთ, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში დაიწყება. ესეც დაკავშირებულია, გარკვეულწილად, ლოჯისტიკურ საკითხებთან. ანუ დამატებითი აცრის წერტილების მობილიზებასთან და ასევე, ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია საბოლოოდ როცა ექნებათ ორივეს, უფრო აქტიურად შევძლებთ ორივე ვაქცინის პარალელურად გამოყენებას.

ვფიქრობ, მომდევნო 2-3 კვირა იქნება პერიოდი, როცა სინოვაკთან დაკავშირებითაც მომზადდება ქსელი, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები და სინოვაკიც დაემატება უკვე აცრის არჩევანის მენიუს", — თქვა მან.

დღეს, 4 მაისს Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. დაავადაბეთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩინური ვაქცინით აიცრა. რააც შეეხება სინოვაკის ვაქცინას, ის ქვეყანამ საჩუქრად მიიღო. სინოვაკის 100 000 დოზა საქართველოში 29 აპრისლ ჩამოვიდა.