ბელგიის ტყეში სეირნობისას, ისტორიით გატაცებული მოქალაქე უცნაური სანახაობის მომსწრე გახდა: ისტორიული ლოდისთვის, რომელიც ბელგიასა და საფრანგეთს შორის საზღვრის მოსანიშნად იყო განთავსებული, ვიღაცას ადგილი შეეცვალა. როგორც აღმოჩნდა, ინციდენტის მიღმა ბელგიელი ფერმერი იყო, რომელსაც ლოდი ტრაქტორით მუშაობაში ხელს უშლიდა. ფერმერმა ლოდის გადაადგილებით საზღვარი 2 მეტრით გადასწია და ბელგიის ტერიტორია გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უცნაურ ინციდენტს დაპირისპირების ნაცვლად, მხარეები ღიმილით შეხვდნენ. ბელგიის ერთ-ერთი სოფლის მერმა, დეივიდ ლავუმ აღნიშნა, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის გაზრდით თავად ბედნიერი იყო, თუმცა იმავეს მეორე მხარეზე ვერ იტყოდა.

"მან ბელგიის ტერიტორია გაზარდა, საფრანგეთის კი — შეამცირა. ეს კარგი იდეა არ იყო, — განუცხადა დეივიდ ლავუმ ფრანგულ ტელევიზია TF1-ს.

ისტორიული ლოდი საზღვრის გავლებისას, 1819 წელს დადგეს. ბელგიის ოფიციალური წარმომადგენლები ფერმერს დაუკავშირდებიან, რათა მან ლოდი თავდაპირველ ადგილას დააბრუნოს. თუ ფერმერი მოთხოვნის შესრულებაზე უარს განაცხადებს, შესაძლოა, საქმე ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცეს და ფერმერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას.