თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით 6 მაისიდან დაიწყება რამდენიმე თვის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები მოირეცხება.

"გამოვიზამთრეთ, გაზაფხულია. ქალაქში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ეკოლოგიური მიმართულებით. ხდება პარკების მოწესრიგება, დასუფთავება. ასევე, გვინდა დავიწყოთ, მთელი ქალაქის მასშტაბით, ცენტრალური ქუჩების, ძირითადად, მორეცხვითი სამუშაოები. ხუთშაბათიდან უკვე, როგორც ვიცი, არის სრული მზადყოფნა, რომ ეს სამუშაოები დავიწყოთ და გაგრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, განსაკუთრებული ყურადღება ექნება სიმწვანეს ქალაქში, არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას.

ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოვლილი, იყოს სუფთა, იყოს მოწესრიგებული", — განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, დაიწყება გზების დახაზვა.