დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ ქვეყანაში ინდური შტამი იყოს, არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად არ დაფიქისრებულა.

"მე გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა. ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყანაში, ნამდვიალდ არის. მაგრამ ჯერჯერობით, რასაც ჩვენ ვიკვლევთ, არის ბრიტანლუი შტამი", — თქვა მან.

დღეს, ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ინდური შტამი დაფიქსირდა.

"მეორე საშიშროება გვემუქრება, ზოგიერთი შტამი, მაგალითად, ინდური შტამი — ჩვენთან ძირითადად ბრიტანული შტამი მოძრაობს — მაგრამ ინდური შტამისაგანაც დაზღვევა [...] რამდენიმე არის დაფიქსირებული", — თქვა მან.

ინფორმაციას გამყრელიძე უარყოფს და ამბობს, რომ შეიძლება კახაძე ფლობს რაღაც ინფორმაცია, რაც მას არა აქვს.

"ლადო კახაძე არის ჩემი უახლოესი მეგობარი, ძალიან კარგი, გამოცდილი ექიმი და ამავე დროს კარგი პოლიტიკოსი. ამიტომ, შეიძლება, ბატონ ლადოს აქვს რაღაც ინფორმაცია, რაც მე არ მაქვს", — თქვა მან.

4 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 206, ხოლო გარდაიცვალა 20 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: