საკოორდინაციო საბჭო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული, ანუ, გაკეთებული ექნებათ კონკრეტული ვაქცინის ორი დოზა, გარკვეული შეღავათების დაწესებას განიხილავს.

"აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის ახლო მომავალში იქნება წარდგენილი.

ამასთანავე, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადახვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი", — განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

2 მაისს, დაaვადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ე.წ. კოვიდპასპორტებზე სამუშაოების 90% დასრულებულია.

გაიგეთ მეტი: