გრუნტის არასწორად კვეთამ პრობლემა გაამწვავა — თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის ფერდზე
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ვაშლიჯვარში მეწყრული პროცესების მიმდინარეობაზე ამბობს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა და აცხადებს, რომ მთლიანად ფერდს აქვს პრობლემა იმის გამო, რომ გრუნტის კვეთა არასწორად მოხდა.
"კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ფაქტს, რომ ეს არ არის წერტილოვანი პრობლემა, ნაპრალი სადაც იყო და ამოივსო. ეს არის მთლიანად ფერდის სტაბილურობის პრობლემა. მთლიანად ფერდი არის დინამიკაში მოსული და მთლიანად ფერდს აქვს პრობლემა იმის გამო, რომ მოხდა გრუნტის კვეთა არასწორად. იქ არის ჩაჭრილი, დაახლოებით, 20 მეტრის სიღრმე, რომელმაც რეალურად პრობლემა შექმნა და ეს არ არის პრობლემა, რომელიც დღეს ან ხვალ, ან ერთი ხელის მოსმით მოგვარდება. ეს არის პრობლემა, რომელიც თავს ნებისმიერ დროს შეგვახსენებს, სანამ თავად ბუნებრივი დასტაბილურება არ მოხდება", — თქვა გოდოლაძემ მედიაცენტრ მთავარში.
დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ასევე, განაცხადა, რომ ეს იყო მეწყერსაშიში ფერდი და მასში ჩარევა პრობლემას ყოველთვის გამოიწვევს .
"ახლა ჩვენ ეს პრობლემა უფრო გავამწვავეთ და რეალურად დავაჩქარეთ პროცესები, რომლებიც ბუნებრივად ისედაც ხდებოდა. იმის თქმა, რომ ჩვენ მოვაგვარეთ პრობლემა და გავაჩერეთ მეწყერი ცოტა არასერიოზულია პროფესიული კუთხით", — აღნიშნა სეისმოლოგმა.
მისივე თქმით, ის რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო, ნებისმიერ მშენებლობას ლისის ფერდზე აუცილებლად დააკონსერვებდა, რადგან "ეს ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდება, აუცილებლად სხვა პრობლემები შეიქმნება".
17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. კალაძეს არ უთქვამს ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესები, თუმცა აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები