საქსტატის ინფორმაციით, აპრილში ფასები 7,2%-ით გაიზარდა — წლიური ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი სურსათის გაძვირებაა. მათ შორის, უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსეზუმსიზირის ზეთზე ფასების მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება. აპრილში, გასული წლის იგივე თვესთან შედარებით მზესუმზირის ზეთზე ფასების 76,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის დაბალ მოსავალს უკავშირდება.

ასეთია იმ 10 პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელზეც აპრილში წლიური ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო:

  1. მზესუმზირის ზეთი — ფასები გაიზარდა 76,6%-ით;
  2. თერმომეტრი — ფასები გაიზარდა 68,4%-ით;
  3. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი — ფასები გაიზარდა 38,5%-ით;
  4. კაცის საშინაო ფეხსაცმელი — ფასები გაიზარდა 34,6%-ით;
  5. წიწიბურა — ფასები გაიზარდა 32,2%-ით;
  6. ლურსმანი — ფასები გაიზარდა 31,9%-ით;
  7. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) — ფასები გაიზარდა 30,8%-ით;
  8. ქალის საშინაო ფეხსაცმელი — ფასები გაიზარდა 28,8%-ით;
  9. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები — ფასები გაიზარდა 28,3%-ით;
  10. ქალის ზამთრის ფეხსაცმელი — ფასები გაიზარდა 27,9%-ით;

საქსტატის ინფორმაციით, ფასები კიდევ 234 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებაზე გაიზარდა. რაც შეეხება კლებას, ფასები ყველაზე მეტად, 62,6%-ით ნიორზე, ხოლო 50,4%-ით ლიმონზე შემცირდა.