სასაფლაოებზე შესვლის შეზღუდვა ხვალიდან, 5 მაისიდან იხსნება. აკრძალვა 2, 3 და 4 მაისს მოქმედებდა და 2 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა.

უწყებათა საკორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება 30 აპრილს გამოაცხადა. ეს აკრძალვა არ ითვალისწინებდა გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ტრადიციებიდან გამომდინარე, სააღდგომო პერიოდში ბევრი ხალხის თავშეყრაა მოსალოდნელი, რისი პრევენციის მიზნითაც ეს შეზღუდვა დაწესდა.