დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ იმ შეთხვევაში, თუ სინოფარმი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგამიზაციის ავტორიზაციას ვერ მიიღებს, ვაქცინირებული ადამიანები მოგზაურობას მაინც შეძლებენ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, იმ შემთხვევაში თუ სონოფარმმა WHO-ს ავტორიზაციია ვერ მიიღო, შეძლებენ თუ არა ამ პრეპარატით აცრილი ადამიანები მოგზაურობას, რაზეც გამყრელიძემ უპასუხა: "დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებენ თავისუფლად".

მისივე თქმით, წინასწარი მუშაობა კოვიდ პასპორტზე საქართველოში დასრულებულია.

ამირან გამყრელიძე Sinopharm-ის ვაქცინით დღეს, 4 მაისს აიცრა.

სინოფარმს WHO-ს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სინოფარმით აცრა 4 მაისს დაიწყება და "ავტორიზაცია მალე დაეწევა".

"200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული სინოფარმის მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნებისთვის და ძალიან ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინის. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, რომ ჯანმოს ავტორიზაციაც მალევე დაეწევა, თუ არ დაასწრებს", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინურ ვაქცინა სინოფარმზე რეგისტრაცია 18 წლის ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის საფუძველი არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა.

WHO-ს ნებართვის მიღების შემთხვევაში, ჩინური Sinopharm იქნება პირველი ვაქცინა არადასავლური ქვეყნიდან, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო ნებართვა. ამ ეტაპზე კი, WHO-ს საგანგებო გამოყენების ნებართვა გაცემული აქვს ისეთი ვაქცინებისთვის, როგორიცაა Pfizer-BioNTech, AstraZeneca and Johnson & Johnson.