დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

4 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 206, ხოლო გარდაიცვალა 20 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 790 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 4 802, PCR-ით — 4 988.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,05%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 5,02%, ხოლო 7 დღის — 5,74%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 313 742-ს, სულ გამოჯანმრთელდა 295 458, ხოლო გარდაიცვალა 4 183 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 384;
  • აჭარა — 106;
  • იმერეთი — 64;
  • ქვემო ქართლი — 43;
  • შიდა ქართლი — 30;
  • გურია — 17;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 76;
  • კახეთი — 40;
  • მცხეთა-მთიანეთი — 13;
  • სამცხე-ჯავახეთი — 14;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 811, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 149.

788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 89 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 32 694.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: