ამირან გამყრელიძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. მან ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.
"აცრების გარეშე და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. ყველას გვიკეთია ნიღბები, მივეჩვიეთ ამას, აუცილებელია და დაგვჭირდება კიდევ გარკვეული პერიოდი, მაგრამ თუ ავიცრებით 2-ჯერ უკვე 60% ჩვენი მოსახლეობის, ჩვენ გარე სივრცეში ამ ნიღაბს ამ ნიღაბს უკვე მოვიხსნით, ანუ თუ ჩამოგვიყალიბდა კოლექტიური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ", — განაცხადა გამყრელიძემ.
NCDC-ის ინფორმაციით, 4 მაისს სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით. ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება. მათივე ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.
სინოფარმს WHO-ს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სინოფარმით აცრა 4 მაისს დაიწყება და "ავტორიზაცია მალე დაეწევა".
"200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული სინოფარმის მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნებისთვის და ძალიან ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინის. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, რომ ჯანმოს ავტორიზაციაც მალევე დაეწევა, თუ არ დაასწრებს", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინურ ვაქცინა სინოფარმზე რეგისტრაცია 18 წლის ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის საფუძველი არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა.
WHO-ს ნებართვის მიღების შემთხვევაში, ჩინური Sinopharm იქნება პირველი ვაქცინა არადასავლური ქვეყნიდან, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო ნებართვა. ამ ეტაპზე კი, WHO-ს საგანგებო გამოყენების ნებართვა გაცემული აქვს ისეთი ვაქცინებისთვის, როგორიცაა Pfizer-BioNTech, AstraZeneca and Johnson & Johnson.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
კომენტარები