27-წლიანი ქორწინებისა და თანაცხოვრების შემდეგ ბილ და მელინდა გეიტსები დაშორდნენ. ამის შესახებ მაიკროსოფტის დამაარსებელმა ტვიტერზე დაწერა.

"ბევრი ფიქრისა და მცდელობების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქორწინება დავასრულოთ. 27 წლის განმავლობაში ჩვენ აღვზარდეთ სამი არაჩვეულებრივი შვილი და შევქმენით ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ადამიანებს ეხმარება ჯანსაღი ცხოვრება ჰქონდეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე აღარ გვწამს, რომ ჩვენი, როგორც წყვილის თანაცხოვრება გაგრძელდება. გთხოვთ, მოგვცეთ დრო, რომ ჩვენმა ოჯახმა ახალი ცხოვრების დაწყება შეძლოს. ბილ და მელინდა გეიტსები".

წყვილი ერთმანეთს 80-იანი წლების მიწურულს შეხვდა, როდესაც მელინდა ბილის კომპანია მაიკროსოფტში მივიდა სამუშაოდ. მათ 3 შვილი ჰყავთ. ისინი 21 წელია ერთობლივად მართავენ Bill & Melinda Gates Foundation-ს.

ფოტო: Getty Images

ორგანიზაციამ უკვე მილიარდობით დოლარი დახარჯა ადამიანების დასახმარებლად. ისინი მეცნიერებს აფინანსებენ, რომ ინფექციური დაავადებების მიზეზებს გამოიკვლიონ და ვაქცინა შექმნან.

ბილ გეიტსი ფორბსის სიის მიხედვით მსოფლიოში რიგით მე-4 ყველაზე მდიდარი ადამიანია.