პარლამენტის საგანგებო სხდომაზე სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას პრემიერმინისტრის პოსტზე მხარი არ დაუჭირეს. სომხური Civilnet-ის ცნობით, ფაშინიანს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგ გამოვიდა, 75-მა კი — კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიკო ფაშინიანის კანდიდატურა ფრაქციამ "ჩემი ნაბიჯი" წარადგინა. "ჩემი ნაბიჯის" ფრაქციის ლიდერმა, ლილიტ მაკუნცმა განაცხადა, რომ ისინი ხმის მიცემისგან თავს შეიკავებენ, რათა "ეროვნული ასამბლეა დაშალონ და რიგგარეშე არჩევნები გახდეს შესაძლებელი".

რამდენიმეთვიანი პროტესტისა და სამხედროების მოთხოვნის შემდეგ, სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 25 აპრილს გადადგა.

მან საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე თვის წინ ჩანიშნა. არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება.

მას შემდეგ, რაც 44 დღიან ომში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 3 600-ზე მეტი სომეხი სამხედრო გადარდაიცვალა, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნა გააქტიურდა. აღნიშნული ომის შედეგს სომხური მხარე დამარცხებად აღიქვამდა.

ფაშინიანი სომხეთის პრემიერი 2018 წელს სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ გახდა.