აშშ-ს არმიის სამეცნიერო ლაბორატორიას (ARL) სამხედრო ტექნიკის განახლება ბიოჰიბრიდული რობოტებით სურს.

ARL-ის მეცნიერები რობოტიკაში ბიოლოგიის ჩართვას გეგმავენ და რობოტებისთვის ცოცხალ კუნთებს ამუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Nextgov ავრცელებს.

ეს შეიძლება ზედმეტად ფუტურისტულად ჟღერს, მაგრამ ინჟინრების თქმით, შესაძლოა, მომავალი სწორედ ასეთი რობოტების იყოს, რადგან ბიოჰიბრიდული რობოტი უფრო მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე მხოლოდ არაბიოლოგიური კომპონენტებისგან შემდგარი მექანიზმი. ის რეფლექსები რაც ცოცხალ ორგანიზმებს გააჩნიათ, რობოტებისთვის მისი მიღწევა ძალიან რთულია.

"ჩვენ გვსურს შევქმნათ რობოტები, რომლებიც ბევრ რამეში ცოცხალი ორგანიზმების ბენეფიტებს გამოიყენებენ. ასეთი მექანიზმები ბევრად უფრო მოქნილი და ადაპტირებადი იქნებიან." — ამბობს ARL-ის მეცნიერი, დინ კალვერი.

თუმცა, მსგავსი რობოტების შექმნა მარტივი არ იქნება. ამ ეტაპზე მეცნიერები კუნთების რობოტულ მექანიზმებთან დაკავშირებაზე მუშაობენ. უშუალოდ დაკავშირების შემდეგ კი ადაპტირების პროცესი დაიწყება.

"ჩვენ ვცდილობთ გავიაზროთ ბიოლოგიის დიდებულება. ამის შემდეგ მის ბოლომდე გამოყენებას შევძლებთ." — ამბობენ ARL-ის მეცნიერები.