ცნობილმა ბრიტანულმა ალტერნატიული როკ-ჯგუფმა Placebo-მ ინსტაგრამზე ახალი ალბომი დააანონსა და განაცხადა, რომ მუშაობა დასრულებულია და ახლა მის გამოსაცემად ემზადებიან.

ინსტაგრამის ვრცელი პოსტიდან ასევე ირკვევა, რომ ბენდი კონცერტებიც ჩატარებასაც გეგმავს.

"ახალი მუსიკა და კონცერტები! — ამას ითხოვდით ხმამაღლა და ჩვენ გვესმოდა. არ იდარდოთ და გვენდეთ, როცა ვამბობთ, რომ მე-8 სტუდიური ალბომი დასრულებულია და გამოსაცემად ვამზადებთ. ჩვენ ახლა კონცერტების დაგეგმვით ვართ დაკავებულები", — წერენ მუსიკოსები ინსტაგრამზე.

განცხადებაში აგრეთვე ვკითხულობთ, რომ ბენდის წევრებს ფანების იდეების მოსმენა სურთ. თუკი ამ ბულზე თქვენს იმეილს მიუთითებთ, ისინი კითხვებს გამოგიგზავნიან, რადგან აინტერესებთ, რით შეუძლიათ თქვენი დახმარება და რას ელით მუსიკოსებისგან.

2020 წლის ოქტომბერში Placebo-ს პირველი ალბომის Black Market Music-ის გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, მუსიკოსებმა ვიდეოები გამოუშვეს, სადაც ალბომის შექმნის პროცესია ასახული. 4 ნაწილიანი კლიპი მოლკოსა და ოლსდალის სამუშაო პროცეს გვაჩვენებდა.

ახალი ალბომში შესული სიმღერების სია და ზუსტი გამოსვლის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, 2013 წლის შემდეგ, ეს ბენდის პირველი ალბომი იქნება, რომლის ქრონომეტრაჟი 25 წუთზე მეტია.