რუსეთის ეკლესიას არ აქვს უფლება, ავტოკეფალია მიანიჭოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის — მსოფლიო პატრიარქი
მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს პირველი აცხადებს, რომ რუსეთის ეკლესია სახელმწიფოს პოლიტიკურ და სამხედრო ინტერვენციას იყენებს თავისი გავლენის გასაფართოებლად აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
"ანტიკანონიკურია რუსეთის ეკლესიის ჩარევა როგორც აფხაზეთის ეკლესიაში, ასევე სამხრეთ ოსეთისაში, რადგან ისინი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას განეკუთვნებიან. ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ჩაერია მათ საქმიანობაში. რუსეთის ეკლესიამ პოლიტიკური და სამხედრო ინტერვენცია ამ რეგიონებში სათავისოდ გამოიყენა. ჩადგა ის ფეხი და დგას", — განაცხადა ბართლომეოს პირველმა ფორმულასთან ინტერვიუში.
კითხვაზე, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთვევაში, ხომ არ შეიძლება რუსეთის ეკლესიამ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალურობა აღიაროს, მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.
"რუსეთის ეკლესიას არ აქვს უფლება ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის. ეს ექსკლუზიურად კონსტანტინეპოლის უფლებამისილებაა [...] ეს არის ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ერევა თქვენი ეკლესიის შიდა საქმეებში. ცუდია, რომ ერევა იქ, სადაც კი შეუძლია. მას სჭირს დაავადება მესამე რომისა. სურვილი აქვს გაფართოვდეს, წინამძღოლობდეს სრულიად მართლმადიდებლობას. ეს მისწრაფება ამაოა, რადგან კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ არაერთგზის შეეცადა ხორცი შეესხა მესამე რომის იდეისთვის, გამხდარიყო მართლმადიდებელთა ლიდერი, მაგრამ, როგორც ხედავთ, აგერ უკვე 600 წლის განმავლობაში, ეს სურვილი ვერ აისრულა და ვერც ვერასოდეს აისრულებს [...]
მინდა გარკვევით აღვნიშნო, რომ ჩვენ, კონსტანტინეპოლის ეკლესია, ვცნობთ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთზე და ოსეთზე, მთელს ამ ფართო რეგიონზე. როდესაც ვწერ ოფიციალურ წერილებს მის უნეტარესობას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილიას, მოვიხსენიებ მას იმ ტიტულით, როგორც მას სურს და როგორადაც მას მიაჩნია სწორად. ამიტომ, მოვიხსენიებ მას, ვითარცა მიტროპოლიტს აფხაზეთისა. ანუ, სრულად ვწერ მის ტიტულს", — განაცხადა ბართლომეოს პირველმა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები